|
2015-07-12 15:38:58, 609 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე ქართველ ხალხს ერთმანეთის ერთგულებისკენ მოუწოდებს
„ჩვენ ერთმანეთის ტვირთი უნდა ვიტვირთოთ, როცა ჩვენი ერის წინაშე ამდენი პრობლემებია“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. მან ქართველ ხალხს მოუწოდა, ერთმანეთის ერთგულნი იყვნენ. „ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ერთმანეთის ტვირთი, როცა ჩვენი ერის წინაშე, ყოველი ადამიანისა და ოჯახის წინაშე ამდენი პრობლემებია, მცირესა ზედა იყავი ერთგული და დიდსა ზედა დაგედგინოს შენ, - ეს სიტყვები უფლისა მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მხარდამჭერები, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის ერთგული, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი არღვევს ერთგულებას და იმ ადამიანს, რომელმაც სიკეთე გაუკეთა ღალატობს ან ცუდით პასუხობს. მცირესა ზედა იყავი ერთგული და დიდსა ზედა დაგედგინოს შენ“,– აღნიშნა ილია მეორემ. პატრიარქმა სრულიად საქართველოს პეტრე–პავლობის დღესასწაული მიულოცა. „წმინდა მოციქული პეტრე, რომელიც მაგალითია სარწმუნებისა, სიმტკიცისა, ერთგულებისა, ისიც კი შეშინდა. მაგრამ თავისი ერთგულება დაამტკიცა იმით, რომ ჯვარს ეცვა. პეტრე მოციქულს მოკვეთეს თავი როგორც რომის მოქალაქეს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გვაჩვენებს როგორ ვიცხოვროთ და გავიგოთ სად დავინახოთ სიკეთე და ბოროტება - ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმით, როცა ადამიანს ღმერთი გაუხსნის გულს და გონებას“, - ბრძანა ილია მეორემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)