2015-07-12 12:27:29, 621 ნახვა
საზოგადოება
შესაძლოა, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი დღეს ვერ გაიყიდოს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები დაბალი ტემპით იყიდება და თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა ყველა ბილეთი დღეს ვერ გაიყიდოს.
„ ამ დროისთვის 2 300 ბილეთია გაყიდული, თუმცა ტემპი ცუდია. 18:00 საათზე ვიტყვით, ბილეთების გაყიდვა, როდის გაგრძელდება“, – აღნიშნა სიჭინავამ.
დღეს, ბილეთების გაყიდვა 21:00 საათზე დასრულდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან