2015-07-12 11:59:52, 612 ნახვა
საზოგადოება
ბოლო მონაცემებით, სუპერთასის მატჩზე დასასწრები 19 863 ბილეთია დარჩენილი
ვაკის პარკის შესასვლელში მონიტორია დამონტაჟებული, სადაც გულშემატკივრებს დარჩენილი ბილეთების რაოდენობის ნახვის საშუალება აქვთ.
ბოლო მონაცემებით, სუპერთასის მატჩზე დასასწრები, პირველი კატეგორიის, 75 ლარიანი 2 ბილეთია დარჩენილი, მეორე კატეგორიის, 35 ლარიანი 9 625 ბილეთი, 18 ლარიანი კი, 10 236 ბილეთია თავისუფალი.
ცნობისთვის, ბილეთების გაყიდვა გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით ხდება.
სალაროებთან 50–50 კაციან ჯგუფებს უშვებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან