|
2015-07-08 13:12:15, 575 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია არქიმანდრიტ ილია კარტოზიას განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი აჯილდოვებს
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია იტალიურ ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი დააჯილდოვებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე გადაწყდა, რომ არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი დაჯილდოვდება. 2014 წლის 28 დეკემბერს იტალიურ ბორან “Norman Atlantic-”ზე გაჩენილი ხანძრის დროს უბედური შემთხვევის შედეგად მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია გარდაიცვალა. ბორანი ადრიატიკის ზღვაში საბერძნეთიდან სამხრეთ იტალიისკენ მიემართებოდა. „გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. 36 საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელიც ვერტმფრენებისა და სამაშველო ნავების საშუალებით ჩატარდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ რიცხვშია გმირულად დაღუპული მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია. მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ, მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს“, - აცხადებენ სამინისტროში. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოვებს სხვადასხვა ადამიანებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია და მიუხედავად ტრაგიკული შემთხვევისა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია ქართველი სასულიერო პირის სიმამაცის დაფასება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)