11:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 13:50:41, 736 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ეროვნული ბანკის დასკვნა ურთიერთგამომრიცხავია

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის დასვკნა ურთიერთგამომრიცხავია. 

როგორც ხადურმა აღნიშნა, ეროვნული ბანკის რჩევა გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით, უცნაურია.

„რა თმქა უნდა გავეცანი დასკვნას. მინდა გითხრათ, რომ ეს დასკვნა სამწუხაროდ არის ურთიერთგამომრიცხავი. მაგალითად დასკვნაში ერთ ნაწილში წერია, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვისთვის, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს გადასახადები. მე სიმართლე გითხრათ არ მესმის ეროვნული ბანკის ხელძღვანელობის, რომელიც თავის თავზე იღებს გადაწყვეტილებას, რომ მთავრობას და პარლამენტს გადასახადების გაზრდა ურჩიოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics