2015-07-05 19:21:04, 499 ნახვა
საზოგადოება
ხილიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გახსნილია
13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხილიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გახსნილია. დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გზის ამ მონაკვეთზე მიმოსვლა შეუზღუდავად ხორციელდება.
მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები 22 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასრულებულია ძველი (დაკონსერვებული) ხიდის დემონტაჟი, გაწმენდილია მდინარე ვერესთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზები და ეზოები; აღდგენილია გარე განათება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან