03:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 14:19:36, 600 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ლევან გორგილაძე და ზურაბ თენიეშვილი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში სამედიცინო პრევენციულ გამოკვლევებს პირადად დაესწრნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მსჯავრდებულთა საჭიროებებით დაინტერესდა.

სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში პრევენციულ სადიაგნოსტიკო გამოკვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმებმა ჩაატარეს.

ექიმ-კონსულტანტებმა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწიეს.

ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა კონსულტაცია შემდეგი ექიმ-სპეციალისტებისგან მიიღეს: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. მათ ასევე, ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები. დაწესებულებაში განთავსებულ პირებს, ასევე ჩაუტარდათ ღვიძლის ელასტოგრაფია.

ამასთან, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განახლდა აფთიაქი, რომელის მედიკამენტებით აღიჭურვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, თვეში ერთხელ გეგმიურად მიმდინარეობს. აფთიაქში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის 500-მდე დასახელების მაღალი ხარისხის მედიკამენტია ხელმისაწვდომი.

N3 დაწესებულების პარალელურად პრევენციული გამოკვლევები ჩატარდა N15 დაწესებულებაში და ივლისის განმავლობაში მსჯავრდებულები სრულად იქნებიან გამოკვლეულები.

ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა კონსულტაცია შემდეგი ექიმ-სპეციალისტებისგან მიიღეს: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. მათ ასევე, ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები. დაწესებულებაში განთავსებულ პირებს, ასევე ჩაუტარდათ ღვიძლის ელასტოგრაფია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics