07:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 16:59:16, 517 ნახვა

საზოგადოება
სეთ-თოფ-ბოქსების შეძენა საბანკო განვადებით იქნება შესაძლებელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ  საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ბანკების ასოციაციასთან და საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც სავაჭრო ქსელებში „სეთ-თოფ-ბოქსის“ ღირებულების ერთიანად გადახდა სირთულეს წარმოადგენს, ხელმისაწვდომი სპეციალური საბანკო შეთავაზება განხორციელდეს.

შესაბამისად, ე.წ. „სეთ-თოფ-ბოქსის“ შეძენა უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განვადების შეღავათიანი პირობებით.

„საქართველოს ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს. მისი წარმატებით განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის. შესაბამისად, მოხარულები ვართ იმ მხარდაჭერისა და კეთილი ნებისათვის, რომელიც გამოხატა საქართველოს საბანკო სექტორმა. განსაკუთრებული მადლობა კი, გვსურს გადავუხადოთ საქართველოს ბანკების ასოციაციას ოპერატიული და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, საქართველოს ბანკების მიერ გამოხატული მხარდაჭერის შედეგად, გაიზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ „სეთ-თოფ-ბოქსების“ შეძენასა და  ციფრული მაუწყებლობის შეუფერხებლად მიღებას.

ცნობისთვის, ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მე–2 ეტაპი განხორციელდება 2015 წლის 9 ივლისს  10:00 საათზე შემდეგ ქალაქებში – გორი, ქარელი, ბეკამი, დუშეთი, ხაშური და ვთხოვთ, რომ დროულად უზრუნველყონ ე.წ. „სეტ–ტოფ–ბოქსების“ შეძენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics