22:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 16:12:42, 623 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული გამოცდებიდან კიდევ ერთი აბიტურიენტი ელექტრომოწყობილობის გამოყენების გამო მოხსნეს

ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან კიდევ ერთი აბიტურიენტი მოიხსნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, აბიტურიენტს ელექტრომოწყობილობა, საათი-ფოტოაპარატი ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ტესტის ბუკლეტი და პასუხების ფურცელი გადაიღო.

"აბიტურიენტებსაც მოეთხოვებათ კონკრეტული წესების დაცვა. ამ კონკრეტულ წესებში შედის ის, რომ არ უნდა გამოცხადდეს ნასვამ მდგომარეობაში საგამოცდო ცენტრში. ასევე, კატეგორიულად ეკრძალება აბიტურიენტს ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა საგამოცდო სექტორში. მეორე შემთხვევაში აბიუტურიენტს თან ჰქონდა საათი-ფოტოაპარატი, რომლითაც მოახერხა ტესტის ბუკლეტისა და პასუხების ფურცლების გადაღება“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ცნობისთვის, დილით ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics