21:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 17:18:08, 515 ნახვა

საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხს ეხება.

როგორც საუბრისას აღინიშნა, მომზადებული კანონპროექტი ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგთან წინააღმდეგობაში მოდის, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში არ მონაწილეობდნენ ევროკავშირის ექსპერტები, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი, რასაც ნათლად ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი.

პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრისას ექსპერტებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებების უგულებელყოფა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics