01:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 17:51:32, 1276 ნახვა

ეკონომიკა
თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევა – „ავერსმა“ ახალი პრეპარატი შემოიტანა

„ავერსმა“ საქართველოში დარეგისტრირებული, ახალი ონკოლოგიური პრეპარატის, „რიგვირის“ პრეზენტაცია გამართა.

პრეპარატი ლატვიაში 2008 წლიდანაა ხელმისაწვდომი და რამდენიმე ათას პაციენტზე წარმატებითაა გამოცდილი. აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდა ლატვიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ივარს კალვინსი, რომელიც 2015 წელს ევროპის საუკეთესო გამომგონებლად დასახელდა. მისი თქმით, საქართველო ლატვიის მიერ სპეციალურად იქნა შერჩეული, ქვეყანაში არსებული არაკორუმპირებული ჯანდაცვის სისტემის გამო. კალვინსმა პრეპარატის მოქმედებასა და მის დადებით თვისებებზე ისაუბრა, მისი თქმით, „რიგვირი“ არაგენმოდიფიცირებული, უსაფრთხო პრეპარატია, რომელსაც გვერდითი ეფექტები არ აქვს და აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს. ლატვიელი პროფესორის თქმით, პრეპარატს შეუძლია მიაგნოს კიბოს უჯრედებს, შეაღწიოს მათში და გაანადგუროს ისინი.

პრეპარატის შესახებ ისაუბრა დერმატოლოგმა ლალი მეკოკიშვილმაც. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მელანომითა და კანის კიბოთი დაავადებული ადამიანების რიცხვი მატულობს, „რიგვირის“ გამოყენება კი მელანომას მეტასტაზირების პრევენცირებას უზრუნველყოფს.

„რიგვირის“ შეძენა ქართველი მომხმარებლისთვის უკვე შესაძლებელია აღმაშენებლის 148 ნომერში, „ავერსის“ აფთიაქში. ერთი ფლაკონის ღირებულება 1050 ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics