11:20 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 17:46:03, 531 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა ჩასახლებებში კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. 
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 
მათივე ცნობით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო თიღვის, ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით 215 კოტეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.  
კარალეთის, სკრას, ხურვალეთისა  და თელიანის  დევნილთა ჩასახლებებში იატაკის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება, ხოლო სოფელ დოღლაურაში მოხდება სახურავების რეაბილიტაცია. 
„სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „თიდა“ აწარმოებს. სამუშაოების საერთო ღირებულება  ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს.  კოტეჯების რეაბილიტაცია 2015 წლის 27 სექტემბერს დასრულდება. 
2008 წლის ომის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად 4,5 მილიარდი დოლარი გამოყო, რომლის ნაწილი დევნილთა განსახლების უზრუნველყოფას უნდა მოხმარებოდა, თუმცა ფაქტია, რომ დევნილი მოსახლეობის მხოლოდ 1/3-ია საცხოვრებლით უზრუნველყოფილი და  პრობლემა დღესაც მწვავედ დგას.
გორის რაიონის სხვადასხვა სოფლებში ნაჩქარევად და უხარისხოდ აშენდა კოტეჯები, სადაც დევნილები სასწრაფო წესით შეასახლეს. ამ უხარისხო მშენებლობის შედეგების გამოსწორება დღეს ხდება. 
2008-2009 წლებში აშენებული კოტეჯების დიდი ნაწილი საჭიროებს რეაბილიტაციას, რათა დევნილი ოჯახებისათვის იქ ცხოვრება შესაძლებელი იყოს“,-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics