15:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 12:32:03, 525 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ძიუდოისტებმა ბაქოს ევროპულ თამაშებში 5 მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებმა ქალაქ ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებში 5 მედალი მოიპოვეს. მედალოსანი ძიუდოისტები საქართველოში დღეს დაბრუნდნენ. ოქროს მედალი მოიპოვეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა, ვერცხლის მედლები - ვარლამ ლიპარტელიანმა და ნუგზარ ტატალაშვილმა, ხოლო ბრინჯაო - ამირან პაპინაშვილმა. ხუთივე სპორტსმენი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრია. ჯამში, ქართველი ძიუდოისტები ევროპის გუნდური ასპარეზობის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.
საქართველოში დაბრუნებულ მედალოსან ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე დახვდნენ და სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics