15:08 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 10:06:36, 498 ნახვა

საზოგადოება
ოლიმპიური ცეცხლი ფოთშია

ოლიმპიური ცეცხლის  ჩირაღდანი დღეს ფოთში ჩაიტანეს.

მალთაყვაში, დიდების მემორიალთან ოლიმპიურ ჩირაღდანს ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სპორტსმენები დახვდნენ.

ოლიმპიურმა ჩირაღდანმა გურიისა და აკაკის ქუჩები გაიარა, მარშრუტი რუსთაველის რკალზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო  თეატრთან დასრულდა, სადაც საზეიმო კონცერტი მოეწყო. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგნენ.

ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლის საზეიმო ცერემონიალის მონაწილეებს მიესალმნენ და ქართველ სპორტსმენებს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცეს ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ  და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ. მათ წარმატებული ფოთელი სპორტსმენები, ოლიმპიური ცეცხლის მცველები და მეჩირაღდნეები საზეიმო ვითარებაში სიგელებით დააჯილდოვეს.

ოლიმპიური ცეცხლი ფოთს ხვალ  დილით დატოვებს.

ახალგაზრდული ოლიმპირი ფესტივალი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების, 1991 წლიდან ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ევროპის ქალაქებში.

მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics