|
2015-06-25 18:03:44, 582 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ერევანში მიმდინარე ფორუმის მონაწილეებს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამა გააცნო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე ერევანში მიმდინარე სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ფორუმის მონაწილეებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ გააცნო. ჯონი კვინიკაძემ დანაშაულის პრევენციისა და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისადმი მიძღვნილ სესიაზე პროგრამის მიზანი, შინაარსი, შედეგები და გამოწვევები წარადგინა. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყოფილი პატიმრების და მათი ოჯახის წევრების დახმარებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ერევანში დღეს სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნა. ფორუმის მუშაობის დაწყებამდე სომხეთის იუსტიციის მინისტრმა ჰოვანეს მანუკიანმა შეკრებილ საზოგადოებას სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგო თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა მიმართეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, სამინისტროს დეპარტამენტებისა და სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)