2015-06-25 17:23:31, 598 ნახვა
ეკონომიკა
ერთი დოლარი ხვალ 2.2470 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება ხვალ 2.2470 ლარი იქნება, დღეს კი მისი ღირებულება 2.2489 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გამყარდა.
ოფიციალური კურს~ით, ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5160 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს კი ერთი ევრო 2.5170 ლარი ღირს.
კურსის ცვლილება ევროსთან მიმართებაში 0.0010 ლარია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან