|
2015-06-25 12:13:20, 447 ნახვა
საზოგადოება
ზოოპარკის ადმინისტრაციის განმარტებით, სტიქიის ღამეს მტაცებლებისთვის ვოლიერების გაღება შეუძლებელი იყო
ზოოპარკის ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტიქიის ღამეს ზოოპარკის თანამშრომლებმა მტაცებლები ვოლიერებიდან გამოუშვეს, აბსურდულს უწოდებს. როგორც ადმინისტრაციაში განმატავენ, ვოლიერების გასაღები დაცულ ტერიტორიაზე ინახება, სტიქიის ღამეს კი, შეუძლებელი იყო, რომელიმე თანამშრომელს ის აეღო და თუნდაც ერთი ვოლიერი გაეღო. ზოოპარკის ადმინისტრაცია აქვე დასძენს, რომ თანამშრომლები 3სმ. დიამეტრის რკინის გისოსების გატეხვას ვერ მოახერხებდნენ. „ეს ინფორმაცია არის სრული ჭორი და შინაარსობრივად აბსურდული, რომელიც არ ეფუძნება არავითარ ფაქტს. როგორც მოსახლეობამ მასმედიის საშუალებებით იცის, წყალმოვარდნამ იმგვარი სისწრაფით დატბორა სვანიძის ქუჩის ტერიტორია და აავსო სახლები წყლით, რომ ადამიანებმა ვერ მოასწრეს შენობებიდან გამოსვლა. ზუსტად ასე მოხდა ზოოპარკის ტერიტორიაზეც. სამწუხაროდ ჩვენმა სამმა თანამშრომელმა ვერ მოასწრო მტაცებლების განყოფილების შენობის დატოვება და შეეწირა სტიქიას. ზოოპარკის ტერიტორიაზე წყალმოვარდნის დროს იმყოფებოდა ზოოპარკის დირექტორი, მისი მეუღლე, დაცვის თანამშრომლები, საწოლს მიჯაჭვული მომვლელი გულიკო ჭიტაძე, მისი მეუღლე და ასაკოვანი თანამშრომელი. ამ სიტუაციაში კარიკატურულია იმის მტკიცება, თითქოს რომელიმეს შეეძლო ხელით ვოლიერების 3 სმ. დიამეტრის სრული რკინის გისოსების გაგრეხვა/გახერხვა ცხოველების გამოსაშვებად. რაც შეეხება ვოლიერების გასაღებით გაღებას: ესეც აბსურდია, რადგან ყველა გასაღები სპეციალურად დაცულ ადგილას ინახება განყოფილებაში. წყალმოვარდნის წარმოუდგენელი სიმძლავრისა და სისწრაფის ფონზე, როდესაც ადამიანებმა შენობის დატოვებაც კი ვერ მოასწრეს, სრულიად აბსურდულია იმის მტკიცება, რომ რომელიმე მათგანს შეძლო გასაღებების აღება დაცული ადგილიდან, გამოქცევა და რომელიმე (თუნდაც ერთი) ვოლიერის გაღება. აქვე საზოგადოებას ვთხოვთ ცხადად გააცნობიეროს ის წამები, როდესაც წყალი ყველა ზემოხსენებულ ადამიანს პირდაპირი მნიშვნელობით ახრჩობს და თვითგადარეჩენის ინსტინქტი მუშაობს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დიდი მტაცებლების ვოლიერებში მომვლელები არ შედიოდნენ. დალაგებისას ხდებოდა მტაცებლების სპეციალურ იზოლატორებში წინასწარ გადაყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ იყო დაშვებული ცარიელი სათავსების გაწმენდა. გთხოვთ გაიხსენოთ ქ-ნი გულიკოს ტრაგიკული ფაქტიც, რომელიც ვეფხვებმა დაგლიჯეს მაშინ, როდესაც გულიკო ვოლიერის გარეთ იმყოფებოდა და მტაცებლებმა გისოსებს შიგნიდან შეძლეს მისი დაზიანება. ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე ადამიანს წამებში განვითარებული მოვლენებისას ან მოესწრო, ან მოტივაცია ჰქონოდა გაეხსნა გალია და მტაცებლის პირისპირ დარჩენილიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)