2019-04-15 22:57:20, 3115 ნახვა
სხვადასხვა
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი და კედლები ჩამოინგრა - ვიდეო
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა. სახანძრო და სამაშველო სამსახურები მიმდებარე ტერიტორიებიდან ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. უკვე ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ხანძარი მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაძარში, თბილისის დროით 19:50 წუთზე გაჩნდა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ცოტახნის წინ, ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის სამრეკლო ჩამოინგრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან