2019-04-12 12:44:22, 4060 ნახვა
სპორტი
რევაზ დავითაძემ ატაცში რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა
ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
89 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რეზი დავითაძემ ატაცში 170 კგ დაიმორჩილა, ევროპის 23 წლამდელთა რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალს დაეუფლა.
20 წლის ქართველი სპორტსმენი ასპარეზობას ამ წუთებში აგრძელებს და წარმატების მიღწევას ჯერ აკვრაში, ხოლო შემდეგ ორჭიდის ჯამში შეეცდება.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან