2015-06-24 09:36:26, 625 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2492 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.2492 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2426 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0066 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. 1 ევრო დღეს 2.5252 ლარის ღირს, გუშინ კი მისი შეძენა 2.5449 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0197 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან