00:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 10:38:30, 685 ნახვა

საზოგადოება
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქლორის კონტეინერების ტრანსპორტირება განხორციელდა

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი თხევადი ქლორის ორი  კონტეინერის ტრანსპორტირება   დღეს დილის 05:00 საათზე  განხორციელდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

 მათივე ცნობით, კონტეინერები ქალაქგარეთ, შპს  „Novoretec Georgia" ტერიტორიაზე განლაგდა, სადაც მოხდება მათი შემდგომი გაუვნებელყოფა.

ტრანსპორტირება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, უსაფრთხოების საერთაშორისო წესების სრული დაცვით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში მომხდარი სტიქიის შემდეგ “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა თხევადი ქლორის 2 კონტეინერი, რომელიც წლების წინ აუზის დეზინფექციისთვის გამოიყენებოდა. კონტეინერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქლორის კონტეინერები დაზიანებული არ ყოფილა და მათგან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობობდა. მიუხედავ ამისა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხრიდან გატარდა ყველა აუცილებელი ღონისძიებება, დღის საათებში, მზიან ამინდში, უსაფრთხოების მიზნით ხორციელდებოდა კონტეინერების წყლით გაგრილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics