10:44 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 17:34:29, 528 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო 5 მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს გადაამზადებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 5 მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს  გადაამზადებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შერჩეულია ხუთი მუნიციპალიტეტი (ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი და ყვარელი), სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს.

პროექტის საბოლოო მიზანია შერჩეულ საპილოტე მუნიციპალიტეტებში მუნიციპალური სერვისების მართვისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების დანერგვა.

 ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა გადამზადება საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარებსა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში. თითოეული მუნიციპალიტეტიდან ტრენინგს გაივლის 40 თანამშრომელი. ამჟამად, ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ ახმეტის, ყვარელის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. 2015 წლის ივნისის ბოლომდე ტრენინგები ჩატარდება ასევე ხობის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვისაც. ტრენინგების ადგილზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებას უზრუნველყოფს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მათი ტრენერები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics