2015-06-19 17:31:21, 334 ნახვა
საზოგადოება
რომში, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა
წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ინიციატივით, თბილისში 13 ივნისს სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა მოსახსენებლად პანაშვიდი გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდი ჩაატარა რომის ქართული სამრევლოს მოძღვარმა მამა იოანე ხელაიამ. სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, პანაშვიდს დაესწრნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის დუაიენი მ.ა. ჟან-კლოდ მიშელი მეუღლითურთ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დაზარალებულთა ფონდისთვის დახმარება გაიღეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან