10:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 12:35:21, 429 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური სისტემის თანაშრომლები იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,  ვიზიტი ევროკავშირის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია  მაღალი რისკის დაწესებულების ფუნქციონირებასთან და განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულებთან მოპყრობის კუთხით გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები  იტალიის პენიტენციური დეპარტამენტის თავმჯდომარეს მაგისტრატ სანტი კონსოლოს,  პენიტენციური პოლიციის ოპერატიული მობილური დაჯგუფების მეთაურს გენერალ მაურო დ’ამიკოს და განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულთა მართვის განყოფილების უფროსს მაგისტრატ ფედერიკო ფალცონეს შეხვდნენ.

შეხვედრებისას მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

უწყების ცნობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად სწავლობს იტალიურ გამოცდილებას მსჯავრდებულთა რისკის მიხედვით გადანაწილების პროცესში მაღალი რისკის მსჯავრდებულებთან მიდგომების შემუშავებისა და მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის კუთხით.

 ქართველი სპეციალისტები რამდენიმე სტანდარტის ქართულ სინამდვილეში გადმოტანის მიმართულებითაც აქტიურად  მუშაობენ.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით,  იტალიის კანონმდებლობამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის, მაფიის მეთაურებთან ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმირება განიცადა.

დღეისათვის იგი ერთ-ერთ წარმატებულ გამოცდილებად ითვლება, რადგან, ერთის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო, მეორეს მხრივ, ეფექტურია მაფიის გავლენის წინააღმდეგ ციხეებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics