2015-01-22 10:49:05, 382 ნახვა
საზოგადოება
იური ვაზაგაშვილის ცხედარს შაბათს სამების ტაძარში დაასვენებენ
იური ვაზაგაშვილის ცხედარს შაბათს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ვაზაგაშვილის ცხედარს შაბათს საღამოსვე კასპის რაიონ სოფელ ყარაფილაში გადაასვენებენ.
იური ვაზაგაშვილს 25 იანვარს შვილის გვერდით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან