2019-02-03 16:07:01, 4139 ნახვა
Lifestyle
რუსი რეპ შემსრულებელი დეცელი (Detsl) 35 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსი შემსრულებელი კირილ ტოლმაცკი ცნობილი, როგორც დეცელი გარდაიცვალა. რეპ შემსრულებელი 35 წლის იყო.
რეპერ კირილ ტოლმაცკის (დეცლის) გარდაცვალების მიზეზია გულის გაჩერება, განაცხადა მისმა საკონცერტო დირექტორმა პაველ ბელენეცმა.
„დღეს ღამით გამოვიდა იჟევსკში. გამოსვლის შემდეგ შევიდა საგრიმიოროში, რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა. წინასწარი ინფორმაციით, მას გული გაუჩერდა და ის გარდაიცვალა“, - განაცხადა ბელენეცმა.
კირილ ტოლმაცკი, ცნობილი ფსევდონიმით დეცლი, დაიბადა 1983 წლის 22 ივლისს მოსკოვში.
ავტორი: ,