14:30 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 17:28:02, 582 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ბიზნესდელეგაცია მიიღო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ბიზნესასოციაციის დელეგაცია მიიღო.

საქართველოში ვიზიტით მყოფ დელეგაციას აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური ურთიერთობათა კომიტეტის დირექტორი, რაინერ ლინდნერი ხელმძღვანელობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და გერმანული ბიზნესის მხრიდან საქართველოში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

,,ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ  ახალ პროექტებზე ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით. ჩვენ, ასევე, ბიზნესკომპანიებთან ერთად, ვემზადებით ოქტომბერში დაგეგმილი ,,აბრეშუმის გზის“ ახალი ფორუმისთვის. ასევე, ორმხრივი შეხვედრები გვექნება დღეს  სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად და სამინისტროს წარმომადგენლებს კონკრეტულ კურორტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა რაინერ ლინდნერმა.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics