14:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 14:29:11, 512 ნახვა

ეკონომიკა
სტიქიასთან დაკავშირებული მოვლენების გამო ბიუჯეტის კორექტირება შეჩერებულია

„სტიქიასთან დაკავშირებული მოვლენების გამო ბიუჯეტის კორექტირების პროცესი შეჩერებულია“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 10 მილიონი ლარი, რომელიც თბილისის მერიას მთავრობამ გამოუყო ზარალის აღმოფხვრისთვის  საკმარისი არ იქნება. 
„ბიუჯეტში ცვლილებები შევაჩერეთ. ცხადია ჩვენ მოგვიწევს დამატებითი რესურსების გადამისამართება.   მათ შორის თბილისის ბიუჯეტში, რადგან 10 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ გამოვყავით, ეს არ იქნება საკმარისი  ზარალის აღმოფხვრისთვის. მნიშვნელიოვანია, რომ ვმუშაობთ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან.  გაიმართა შეხვედრები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან. ვმუშაობთ, რომ მოვიზიდოთ დაფინანსების ალტერნატიული წყაროები და შესაბამისად,  ალბათ რამდენიმე დღით ახალი რეალობის გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა შეჩერდება“ ,-განაცხადა  ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics