10:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 16:36:31, 342 ნახვა

საზოგადოება
112 საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, არაგადაუდებელი ზარებისგან თავი შეიკავონ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი თბილისში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი და დაზარალებული მოქალაქეების გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
112 საზოგადოებას თხოვნით მიმართავს,  მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს დარეკონ და  არაგადაუდებელი ზარებისგან თავი შეიკავონ.
"შსს 112-ის დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უმორჩილესად მივმართავთ საზოგადოებას, დარეკონ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს და თავი შეიკავონ არაგადაუდებელი ზარებისგან (მაგალითად: როგორიცაა ინფორმაციის მიღება გზებზე არსებულ საცობებთან დაკავშირებით და სხვა).
13 ივნისის ღამეს, თბილისში, ძლიერი წვიმის დაწყებიდან უმოკლეს დროში, 112-ის ყველა ოპერატორი მობილიზებული იყო. მიუხედავად ამისა, ზარების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. სტიქიის დაწყებიდან 3 საათის განმავლობაში, 12 000 ზარი შემოვიდა, რამაც გამოიწვია ზარების მოლოდინის რეჟიმში გადასვლა.
შსს 112-ის დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ბიჭაშვილის მითითებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი მუშაობას კვლავ განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს. მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა 112-მა შეუფერხებლად მიიღოს ზარები, მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით",-ნათქვამია შსს-ს 112-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics