23:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 11:01:12, 510 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად „ლიბერთი ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ სპეციალური ანგარიშები გაიხსნა

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად „ლიბერთი ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ სპეციალური ანგარიშები გაიხსნა

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

„სამინისტრო დიდ მადლობას უხდის „ლიბერთი ბანკსა“ და „თიბისი ბანკს“ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიჩინეს.

დღეიდან, 15 ივნისიდან ყველა მსურველს შეუძლია „ლიბერთი ბანკში“ და „თიბისი ბანკში“ გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე გადარიცხოს თანხა, რომელიც 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად მიიმართება“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ანგარიშების ნომრებია:
„ლიბერთი ბანკი“ 
ადგილობრივი გადარიცხვებისთვის (ვალუტა- ლარი):
GE27LB0010045017001717
LBRTGE22
საერთაშორისო გადარიცხვებისთვის (ვალუტა - USD, EUR, GBP): 
JSC LIBERTY BANK
SWIFT: LBRTGE22
GE27LB0010045017001717
„თიბისი ბანკი“ 
‪#‎13JUNE
GE67TB1100000036082020 – GEL
GE67TB1100000036082020 – USD
GE34TB1100000361808808 – EUR
swift: TBCBGE22





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics