2015-06-15 10:39:42, 328 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია გმირთა მოედნის გახსნას დღეს ღამით ვარაუდობს
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გმირთა მოედანი, სავარაუდოდ, დღეს გვიან ღამით გაიხსნება და 16 ივნისს დილიდან უკვე მოძრაობა აღდგება.
ამის შესახებ ნარმანიამ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.
"ძირითადი ნაწილი, თვითონ ვერეს ხეობის გზის გარდა, დღეს გვიან ღამით უნდა გაიხსნას, რომ ხვალ დილიდან მოძრაობა იქნას აღდგენილი,"-განაცხადა დავით ნარმანიამ "რუსთავი2"-თან საუბრისას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან