23:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 10:32:48, 311 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის თანამშრომლები სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობას განაგრძობენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობას განაგრძობენ.

ისინი წითელ ჯვარს და გაეროს უმაღლეს ლტოლვილთა კომისარიატს ჰუმანიტარული ტვირთის გადმოტვირთვა-გადანაწილებაში ეხმარებიან.

ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებმა პირველადი დახმარების ნივთებით, საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით სპეციალური ვერტმფრენი დატვირთეს, რომელიც ბეთანიასა და ახლდაბაში დაზარალებულებს მიაწოდეს.

მთელი დღის განმავლობაში საჯარო რეესტრის მენეჯმენტი და 100-მდე თანამშრომელი სტიქიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად სამაშველო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს.

„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიისგან გამოწვეულ შედეგებზე დროული რეაგირება და ერთად დგომა, რათა ქალაქი რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მწუხარებას გამოთქვამთ მომხდარის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ იმ ადამიანთა ოჯახებს, რომლებიც წუხელ თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ იმსხვერპლა“, -აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

დედაქალაქის მერიის მოწოდებას სამაშველო სამუშაოებში ჩართვის შესახებ დღეს უამრავი მოხალისე გამოეხმაურა. სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს ყველა სსიპ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics