2015-06-15 09:31:59, 338 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს
გლოვის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენტციის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს.
სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები მთელი დღის განმავლობაში იქნება დაშვებული.
15 ივნისი გლოვის დღედ მთავრობის განკარგულებით გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან