2015-06-14 18:53:45, 355 ნახვა
საზოგადოება
"ვისოლ ჯგუფი" სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება
"ვისოლ ჯგუფი" სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაზარალებულებს ეხმარება.
„ვისოლ ჯგუფის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია ოპერატიულად ჩაერთო სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროცესში. 10 000 ლარის გარდა, რომელიც „ვისოლ ჯგუფმა“ დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხა, სუპერმარკეტი "სმარტი" სტიქიის შედეგად უსახლკაროდ და საარსებო სახსრების გარეშე დარჩენილებს საკვები პროდუქტებით მოამარაგებს. "ვენდი" და "დანკი ნდონატსი" კი დაზარალებულ ბავშვებს უმასპინძლებს და ეცდება სტრესი მცირედით მაინც შეუმსუბუქოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან