23:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 16:39:31, 354 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს ყველა შესაბამისი სამსახური 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს

სტიქიის ზონაში ჩამოტანილი ქვა - ღორღით დაზიანებული გზის  გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების   სამინისტროს სისტემაში შემავალი  ყველა სამსახური - მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  თანამშრომელები  ახალი გზის მაგისტრალზე  ე.წ. „მზიურის კოშკების“ მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები, შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარებისა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლებთან ერთად, დილიდან მუშაობენ იმ ცხელ წერტილებში, რომლებიც გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა.  ადგილებზე ხდება გეოლოგიური პროცესების შეფასება და  პროგნოზირება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით .

ვერტმფრენით, არაერთგზის მოხდა  გეოლოგიურად აქტიური ადგილების შეფასება/დათვალიერება, მათ შორის წყნეთი- ბეთანიისა და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე.  ადგილზე შეფასებული მდგომარეობის შედეგად დაიგეგმა უსაფრთხოების ღონისძიებები, რათა  საფრთხე არ შექმნოდა მოსახლეობასა და საავტომობილო გზებზე მოძრაობას.

გარემოს ეროვნული  სააგენტოს სპეციალისტები ასევე იმყოფებოდნენ წყნეთში მდებარე „ბაქსვუდის“  სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ასევე შეფასებულ იქნა სტიქიისგან გამოწვეული შედეგები და ადგილზე გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics