2015-06-14 15:07:33, 434 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის მაშველებიც არიან
სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის მაშველებიც არიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით,ამ დორისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.
ზუსტდება დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადამყოფოებში რეგისტრირებულია 36 დაშავებული ადამიანი. მათგან 16 მოქალაქე სხვადასხვა მოტეხილობებით რჩებიან სტაციონარებში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან