2015-06-14 13:03:23, 299 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო კომერციულ და ეროვნულ ბანკებს მიმართავს, დღეს მუშაობა განაახლონ
ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს თხოვნით მიმართავს, დღეს მუშაობა განაახლონ, რათა საჭიროების შემთხვევაში გადარიცხვები არ შეფერხდეს.
ამის შესახებ ფინანსთა სამიინსტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„სამინისტრო დღეს უკვე მზადაა, ზარალის საბოლოო ოდენობის დადგენამდე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 10 მლნ ლარი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან