2015-06-14 10:47:22, 425 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები დაზიანდა
ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიც დააზიანა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანებულია ლისი, კოდორეთი, ნაფეტვრები, ბევრეთი, წყალდიდი და ბეთანიის მოსაზღვრედ მდებარე თეთრწყაროს მუნიციპალიტეტის რიგი სოფლები.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზები და სახნავ-სათესი მიწებია დაზიანებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან