2015-06-14 09:45:46, 337 ნახვა
საზოგადოება
სვანაძის ქუჩიდან 3 გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარი გამოიყვანეს
სვანაძის ქუჩიდან 3 გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარი გამოიყვანეს, ერთი ქალბატონის გამოყვანა კი, ამ დრომდე ვერ ხერხდება. გარდაცვლილების ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. დაღუპულთა შორის ორი 20 და 22 წლის დები არიან.
ამ დროისთვის, 8 ადამიანის დაღუპვის ფაქტი დადასტურებულია. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გარდაცვლილთა ოჯახებს მერია დახმარებას აღმოუჩენს, როგორც სარიტუალო ასევე სხვა საკითხებში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან