|
2015-06-13 13:44:08, 357 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს
დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აქციას „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“-ს შეუერთდა. სააგენტოს ხელმძღვანელებმა და 100 მდე თანამშრომელმა მ.იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. შს სამინისტრო რამდენიმე წელია თანამშრომლობს მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“. აღნიშნულ აქციაში უწყების მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე - 14 ივნისი ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. აქციის მიზანია ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სისხლის ჩაბარების ტრადიციის დამკვიდრება სხვადასხვა ქვეყანაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)