|
2015-06-12 18:12:20, 448 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი და დიპლომატი ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა. რონდელი „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების“ კვლევის ფონდს ხელმძღვანელობდა. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი. 1991-1996 წ.წ.-ში ალ. რონდელი იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე, 1997-2001 წ.წ.-ში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. 1976-1977 წ.წ.-ში ალ. რონდელმა სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წ.წ.-ში - ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს ალ. რონდელი იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წ.წ.-ში - უილიამს კოლეჯში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)