13:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 10:33:18, 349 ნახვა

საზოგადოება
ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ღვარცოფმა, საქართველოს რამდენიმე რეგიონს ზიანი მიაყენა

11-12 ივნისის ღამეს, ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ღვარცოფმა,  საქართველოს რამდენიმე რეგიონს ზიანი მიაყენა.

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ  შიდა საუბნო გზები,  სასოფლო სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა  ბორჯომის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის  სოფლებში: ტატანისი, კლდე, წნისი, წინუბანი, გურკელი, აწყური, გიორგიწმინდა და მუგარეთი; ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში:  სასაში, ლუჯი, ჯახუნდერი , ლემზაგირი; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დოესი, მეტეხი, თელიანი და ქვემო ჭალა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში  ადიდდა მდინარე სკრა. ადიდებული მდინარე  ნაპირებიდან გადმოვიდა, დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საფრთხეს უქმნიდა დასახლებას. ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული მუნიციპალიტეტის შესაბამისი  სამსახურები და დროულად მოხდა ზომების გატარება სტიქიის მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად. 

სტიქიამ შიდასახელმწიფოებრივ გზებზე გადაადგილებასაც შეუქმნა  საფრთხე. ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილმა ქვაღორღმა სოფელ აწყურთან ჩახერგა თბილისი-ხაშური-ახალციხის ავტომაგისტრალი, რის გამოც შეფერხდა გადაადგილება.

გორის მუნიციპალიტეტში სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი ატენის ხეობას მიაყენა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ხეობაში გამავალ შიდასახელმწიფოებრივ გზის სავალ ნაწილზე  ჩამოიტანა ნაშალი. 

სტიქიის აღნიშნულ მონაკვეთებზე,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ჩატარებული სამუშაოების შედეგად გზები უკვე გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია.   

ამ ეტაპზე, სტიქიის ადგილებზე შექმნილია მუნიციპალიტეტების  ზარალის დამთვლელი კომისიები და მობილიზებული არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics