15:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 10:17:16, 361 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ქუთაისის  45-ე საჯარო სკოლაში მიწისძვრის დროს გაჩენილი ხანძრის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 5-დან 18  წლამდე აღსაზრდელი სწავლობს. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს პანსიონურ მომსახურებას უწევს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, შენობიდან სკოლის  36  აღსაზრდელისა და 53 თანამშრომლის უსაფრთხო, ორგანიზებული ევაკუაცია განახორციელეს. აღნიშნული სწავლება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ წამოწყებული კამპანიის - ,,სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში’’  ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებიც ჩართულები არიან კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებში.
აღნიშნული  ღონისძიების მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ასევე, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics