|
2015-06-11 09:33:49, 317 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს „ოჯახში ძალადობის პრევენციისა კომისიის“ წევრებმა ქვემო ქართლში სამუშაო შეხვედრა გამართეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს „ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის“ წევრებმა ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სამუშაო შეხვედრაზე 2014 წელს განხორციელებული საკანონმდებლო სიახლეები, სამინისტროს მიერ განხორციელებული საინფორმაციო კამპანიები და აქტივობები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ის პრაქტიკული ხარვეზები მიმოიხილეს, რაც სამართლებრივი მექანიზმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით არსებობს. მონაწილეებმა ერთმანეთს რეგიონში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის დასახული მიზნები და თანამშრომლობის გეგმები გაუზიარეს. შეხვედრის შედეგად მიღებული რეკომენდაციები აისახება ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის მუშაობაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)