|
2015-06-11 09:24:06, 365 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ საერთაშორისო მრავალფუნქციური უნივერსიტეტი „ბაუ გლობალ“-სი გახსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის N14-ში მდებარე საერთაშორისო მრავალფუნქციური უნივერსიტეტი „ბაუ გლობალ“-სი გახსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალს არჩილ ხაბაძესთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის“ რექტორი - ისმეთ დინდარი, „ბაუ გლობალის“ თავმჯდომარე - ენვერ იუჯელი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. უნივერსიტეტის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისათვის დასაქმებულია 100-მდე ადამიანი. სულ კლინიკისა და უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯა 45 მილიონი აშშ დოლარი. „ბაუ“-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში Bau Global-ის ქსელში არსებულ უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტს გააჩნია კლინიკური ბაზა - ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის შენობაში, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ პრაქტიკული მეცადიონეობების გავლა. სამედიცინო ფაკულტეტი პირველ ეტაპზე გათვლილია 50 სტუდენტზე (6 კურსის განმავლობაში 350 სტუდენტის მიღებაა შესაძლებელი).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)