11:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 10:03:10, 271 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ უწყების ახალი საიმიჯო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კინოთეატრ „ამირანში“ უწყების საქმიანობის ამსახველი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოაწყო.

ღონისძიებას, რომელიც არჩილ თალაკვაძემ გახსნა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, ვიდეორგოლის მონაწილეები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ვიდეოჩვენებამდე სტუმრებს სიტყვით მიმართა, ვიდეორგოლის შინაარსობრივ დატვირთვასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ეს არის 3 წუთიანი პასუხი შეკითხვაზე, თუ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად. ჩვეულებრივი პოლიციელების ცხოვრება - რუტინაც და არაჩვეულებრივი მომენტებიც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„ისინი აშენებენ უსაფრთხო ქვეყანას“- ეს ის ძირითადი მესიჯია, რომელსაც ვიდეორგოლის საშუალებით შსს მოქალაქეებს უგზავნის. მასში ასახულია სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფუნქცია და მუშაობის სპეციფიკა, სამართალდამცავთა ბრძოლა დანაშაულთან და მათი რეაქციები საგანგებო სიტუაციებში.

სოციალური რეკლამის შექმნის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ყველა ასპექტის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება, პოლიციელთა მიმართ ნდობის და მხარდაჭერის განმტკიცება.

ვიდეორგოლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ არის შექმნილი და მასში ამერიკელი კომპოზიტორის ტონი ანდერსონის მუსიკა “The Impossible” არის გამოყენებული.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics