|
2015-06-09 09:38:56, 349 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. კაპრალი დავითაია მსახურობდა ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში, სადაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვა ქართველი სამხედროების გვერდით გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ გარდაიცვალა. რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)