04:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 16:45:49, 322 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოდან აბანოთუბნის მიმართულებით აქცია-მსვლელობა „დამიცავი თბილისი“ მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოდან აბანოთუბნის მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა ლოზუნგით „დამიცავი თბილისი“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მწვანე საფარის განადგურებასა და თბილისის ისტორიულ ნაწილში მასშტაბურ მშენებლობებს აპროტესტებენ.

აქციაზე შეკრებილებს მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები შემდეგი წარწერებით - „არა ანტისაზოგადოებრივ გადაწყვეტილებებს“, „დამიცავი თბილისი“, „არა ხე ჭრა“, „რა დაგიშავათ მწვანემ“, „შეიქმნას ურბანული განვითარების პოლიტიკა“, „ნუ იჭრით თავებს“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მარიამ ყანჩაველის თქმით, მათი მთავარი და უცვველი მოთხოვნაა, რომ თბილისში მწვანე საფარის ხარჯზე კერძო მშენებლობები შეწყდეს.

„ეს აქცია პირველი არაა. ჩვენი მთავარი მოთხოვნები ძალიან მარტივია, შეწყდეს კერძო მშენებლობები მწვანე საფარის ხარჯზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ დედაქალაქის გონივრულ განვითარებას, მოვითხოვთ პროფესიონალურად ქალაქის დაგეგმარებას, მოვითხოვთ ურბანულ კომისიას, რომლიც გააკონტროლებს მიმდინარე მშენებლობებს. ჩვენ გვინდა ლამაზი, განვითარებული ქალაქი და არა ცემენტის მონსტრი“, - განაცხადა მარიამ ყანჩაველმა.

აქციაზე იმყოფება „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილიც.

მისი თქმით, ის როგორც რიგითი მოქალაქე, დედაქალაქის ისტორიულ უბნებში კერძო მშენებლობებს აპროტესტებს.

„მე როგორც რიგითი მოქალაქე, ჩემს მეგობრებთან ერთად ჩვენი ისტორიული უბნების, ისტორიული ნაწილის დამახინჯებას და განადგურებას ვაპროტესტებ. ჩვენს დედაქალაქში და ქვეყანაში ყოვლად გაუზრებლად ხდება განადგურება. არავინ არ ამბობს, რომ ინვესტორების ინტერესები არ იყოს მიღებული, მაგრამ არა ჩვენი დედაქალაქის ისტორიული უბნების ხარჯზე“, - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

საკრებულოდან აბანოთუბნის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics