03:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 12:50:11, 1448 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად სოფელი მლაშე გარე სამყაროს მოწყდა

სტიქიის შედეგად დუშეთის რაიონში 15 სოფელი დაზარალდა.

ყველაზე მეტად დაზარალებულია სოფლები ბაგა და მლაშე. მლაშე გარე სამყაროს მოწყვეტილია, სოფელთან მისასვლელი გზა მოვარდნილმა ნიაღვარმა ჩარეცხა. დუშეთის გამგეობაში აცხადებენ, გზის სავალი მონაკვეთის აღდგენას დღის განმავლობაში მოახერხებენ.

სოფელ ბაგაში კი განადგურებულია საკარმიდამო მიწები და სასოფლო სამეურნეო ნათესები. მოსახლეობის თქმით, მათ მოსავალი თითქმის აღარ დარჩათ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მთავრობის დახმარების იმედი არ აქვთ.

ამასთან, დუშეთის რაიონის 12 სოფელი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი ქვესადგურის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ და აცხადებენ, რომ საღამომდე ელექტროენერგიის აღდგენა მოხდება.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთიც, რამაც სატვირთო მანქანების სავალი ნაწილიდან გადასვლა გამოიწვია. ამ დროისთვის დუშეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური ტექნიკის დახმარებით შეძლო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის აღდგენა.

დუშეთის რაიონში ზარალის შესასწავლად დილიდან ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროც. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ბაზალეთის თემში შემავალ სოფლებში, ზედაპირული დათვალიერებით ნათესები განადგურებული არ არის. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისია შეიქმნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics