01:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 15:54:11, 386 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში პირველად ტყეების აერო-ფოტო გადაღება აჭარაში მოხდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში   სპეც-თვითმფრინავი მოინახულა, რომელშიც LEIKA- ს სისტემის  DSM-2 ტიპის ციფრული აპარატურაა დამონტაჟებული.  

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, BESH-CRAFT 200 ტიპის საფრენი აპარატის მეშვეობით  აჭარის ტყეების აერო-ფოტო გადაღება განხორციელდება და რეგიონში ტყის ფონდის ინვენტარიზაცია მოხდება.   ეს კი ხელს შეუწყობს ტყეების მდგრად მართვას, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ტყით სარგებლობის ხელშეწყობას, ტყის  ხარისხობრივი და რაოდენობრივი თვისებების გაუმჯობესებას.

აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს სატყეო  სააგენტოს ექნება ტყის მართვის სახელმძღვანელო გეგმა, რომლის საფუძველზეც მოსახლეობის სოციალური ჭრების განსახორციელებლად და ტყის მოვლა-აღდგენის დასაგეგმად ყოვეწლიური სამოქმედო გეგმა  შედგება.

მონაცემებზე დაყრდნობით მომდევნო 10 წლის განმავლობაში ტყეების მდგრადი მართვისათვის გატარდება ღონისძიებები.  ტყის ინვენტარიზაციის სრულფასოვნად და კვალიფიციურად განხორციელებისთვის გამოყენებული იქნება 2015 წლის სტერეო აერო/კოსმოსური სურათები.

ტყეთმოწყობის სამუშაოები სრულყოფილად უნდა დასრულდეს 2016 წლის 20 დეკემბრისთვის, რომელიც რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. პარალელურად დაიწყო უშუალოდ ტყეების ინვენტარიზაციის საველე  სამუშაოები.  სატყეო სააგენტოს მიმდინარე წლისათვის დაგეგმილი აქვს 25 კმ. სატყეო სამეურნეო გზების მშენებლობა, რომლის დანიშნულებაა მოსახლეობის მიერ სოციალური მოხმარებისათვის გამოყოფილი ტყეკაფების (სამასალე და საშეშე ხე-ტყის) შეუფერხებლად ათვისების ხელშეწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics